ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
თუ მარიუპოლში, ჩვენი დატყვევებული მეომრების საზიზღარი შოუ, სასამართლო პროცესი გაიმართება, ეს იქნება ხაზი, რომლის მიღმა რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, მარიუპოლში დატყვევებული უკრაინელი მეომრების საჩვენებელი სასამართლო პროცესი იგეგმება.
