ომი უკრაინაში
6 თვეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ვრცელდება ცნობები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორაზე აფეთქებების შესახებ. რუსული აგრესიის კიდევ უფრო გაძლიერების მოლოდინში, უკრაინამ ხარკოვში დამოუკიდებლობის დღისთვის, „კომენდანტის საათი“ დააწესა. რკინიგზის სამსახური ურჩევს მგზავრებს, გადადონ მგზავრობა ხარკოვში. რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება კიევშიც.