უკვე მეორე დღეა ბორჯომში სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყე ცეცხლის ალშია გახველი
ხანძარი მასშტაბურია , თუმცა ზუსტი ინფორმაცია ფართობის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. დღის განმავლობაში ინფორმაცია, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ირკვევა, რომ რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ მუშაობა . ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია , თუმცა სამუშაოები ძლიერი ქარისა და მასშტაბური დაკვამლიანობის გამო გართულდა . კადრებში ვხედავთ , რომ ხანძარი უკვე ტყის წიწვოვან ნაწილზეც გავრცელდა. ცეცხლის კერა თავდაპირველად ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ფოთლოვან ტყეში გაჩნდა.ცეცხლის ლოკალიზება გუშინ რამდენიმე საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხერხდა , თუმცა დღეს დილიდან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა რომლის მასშტაბით სამწუხაროდ საათობრივად იზრდება. რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიცია , დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა თბილისიდან.
