გიორგი კვინიტაძის დაბადების დღე - პრემიერის გამოხმაურება
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. თარიღს პრემიერი სოციალუ ქსელში ეხმაურება . ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა. „არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ - მისი ეს სიტყვები სწორედ საქართველოს, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიოების უკვდავების იდეას განასახიერებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გასულ წელს შესაძლებლობა მოგვეცა გიორგი კვინიტაძის ნეშტი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა. დიდი მამულიშვილის, გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
