არასამთავრობოების გადაწყვეტილება
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში , რომელსაც ხელს აწერენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ , „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ , „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას დროულად უზრუნველყონ ისფედის ჩართულობა სამუშაო ჯგუფში.
