სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით შესწავლილია შემთხვევის ადგილი და აღებულია შემდგომი კვლევისთვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე ამოღებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. ამ ინფორმაციას სპეცილაური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით პატიმარმა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, იარაღი ამოაცალა რამდენჯერმე ისროლა მათ შორის ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით შემდეგ კი , იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. დაშავებულ პატიმარს კავკასიის მედიცინის ცენტრში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. საქმეზე გრძდელბა საგამოძიებო მოქმედებები.
