ომი უკრაინაში
ომის 178-ე დღე. რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე ხარკოვისა და მიკოლაევის დასახლებული რაიონები გახდა , რასც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ოკუპანთა წინსვლა შეჩერებულია უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე . რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. ამ დრომდე ოკუპანტების კონტროლქვეშ რჩება ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური, რომლის ტერიტორიაზეც საერთაშორისო ექპერტების შესვლას ვერ ახრეხებენ .
