მონტენეგროის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
მონტენეგროის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. დრიტან აბაზოვიჩის მთავრობის გადაყენებას მხარი სკუპშინის 50-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დემოკრატიულმა პარტიამ შეიტანა, რომელსაც პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობს. მოქმედ მთავრობას დემოკრატები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში გამოვლენილი არასაკმარისი აქტივობის გამო აკრიტიკებენ . პრემიერი აბაზოვიჩი კი აცხადებს, რომ მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარი მიზეზი სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის წინააღმდეგაც პრეზიდენტი ჯუკანოვიჩი გამოდიოდა. კიდევ ერთ მიზეზად აბაზოვიჩი კრიმინალებსა და კორუმპირებულებთან ბრძოლას ასახელებს, რომლებსაც მისი თქმით, დემოკრატიული პარტია მფარველობს.
