მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა, ქალი კი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს. წინასწარი ვერსიით, თავდასხმის მოტივი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გახდა.
