სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა
სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა ხელყუმბარა მერიის ფანჯრიდან ისროლა, შემდეგ კი უმისამართო ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. თვითმხილველების ჩვენებით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
