საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ბასიანი დღეს ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც უეფას რეგიონთა თასის შუალედურ ეტაპზე გამოვა
საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ბასიანი დღეს ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც უეფას რეგიონთა თასის შუალედურ ეტაპზე გამოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა, რომლის ფარგლებშიც 2 სპარინგ მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვერა გამარჯვებით დაასრულა. უეფას რეგიონთა თასზე „ბასიანის“ მეტოქეები შოტლანდიის, ისრაელისა და ბოსნიის სამოყვარულო კლუბები იქნებიან. 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გავა. პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 22 აგვისტოს, შოტლანდიური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
