შტატებისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინას
რუსული აგრესიის ფონზე შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. ვაშინგტონმა კიევს დამატებით 775 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო. დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა სარაკეტო კომპლექსებს, ჰაუბიცებსა და ჯაველინებს მიიღებს. უკრაინას „გეპარდის“ ტიპის სამი ახალი საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადასცა გერმანიამაც. მანამდე კიევმა ბერლინისგან 12 ასეთი დანადგარი მიიღო.
