ვითარება ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე
კვლავ რთულია ვითარება ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ამ დრომდე ოკუპანტთა კონტროლქვეშ რჩება. სოციალურ ქსელებში სადგურზე გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შენობაში რუსული სამხედრო ტექნიკაა განთავსებული. საერთაშორისო საზოგადოება სადგურის ტერიტორიის სასწრაფო დემილიტარიზაციას ითხოვს. ამ საკითხზე კრემლის ლიდერს ტელეფონით კიდევ ერთხელ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი. ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ სადგურის ტერიტორიაზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტთა შეშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახლებულა.
