„გემო ფესტი“
„ გემო ფესტი „ _ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრიაციის ახალ პროექტს ამბროლაური უმასპინძლებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, 26-27 აგვისტოს გაიმართება.
