საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობის საჭიროებებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობის საჭიროებებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. ამ მიზნით მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა . საუბარი შეეხო გამოწვევბს და გადაჭრის გზებს. შიდა ქართლის რწმუნებულმა სოფელ ქერეში ახალდაშენებული სკოლაც დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
