ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება
თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. - ლი გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. გადაწყვეტილებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება. „ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს „ ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
