პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
კრემლის ლიდერი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. ყასიმ-ჟომარ ტოყაევი პუტინმა სოჭის რეზიდენციაში მიიღო. ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ ოქტომბერში რუსეთი და ყაზახეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ და დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრელების ორგანიზაციის ფარგლებში ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარებაც.
