დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
რუსეთს „დიდი ოცეულის“სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ის უკრაინაში შეჭრას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ინდონეზია სამიტს ნოემბერში უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც დაესწრებიან.
