სტიქია ევროპაში
ევროპის დასავლეთ და ცენტრალურ ქვეყნებს დამანგრეველმა შტორმმა გადაუარა. ძლიერ ქარს, წვიმასა და სეტყვას იტალიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით , დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა კუნძული კორსიკა და იტალიის ტოსკანას რეგიონი.
