პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის ერთი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ყიზილაჯლოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობელი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
