კოსოვომ და სერბეთმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერის, ალბინ კურტის შეხვედრა ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
