განათლების სამინისტროსა და "იუესეიდ" საქართველოს შორის თანამშრომლობა ფართოვდება
მხარეებს შორის უკვე გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებას, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
