ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში
ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოში ამერიკელი პროფესიონალების ვიზიტი შედგა. 12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები. სტუმრებმა ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ღვინო დააგემოვნეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს, დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო.
