სალომე ზურაბიშვილი ყულევისა და ფოთის ტერმინალებში იმყოფებოდა
სალომე ზურაბიშვილმა შავი ზღვის ტერმინალი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.
