რუსთავის მერიამ სემეკს მიმართა
რუსთავში წყალმომარაგების პრობლემის გამო, მერიამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ოფიციალური წერილით მიმართა. რუსთავის მერის განმარტებით, კომპანია „რუსთავის წყალი“ მოქალაქეებს წყალს შეფერხებით აწვდის, სწორედ ამიტომ სემეკმა საკითხი უნდა განიხილოს და კომპანიას კონკრეტული გეგმა დაუსახოს. სემეკში განმარტავენ, რომ რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე საჯარო განხილვა დაინიშნება.
