გამკაცრებული რეგულაციები სათამაშო ბიზნესისთვის
მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანი სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში შევიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია ორი ათასამდე ფიზიკური პირი, აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 23 მოქალაქე, ხოლო პირდაპირი მიმართვის საფუძველზე, ათას ცხრაას შვიდი ადამიანი. ონლაინ სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილება, პრემიერის ინიციატივით, პირველი მარტიდან შევიდა. მარიამ ლორთქიფანიძის სიუჟეტი.
