ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა
თავისუფლების სანაცვლოდ შეთავაზებულ 1000 ლარიან გირაოზე მოსამართლემ უარი თქვა და ტელეკომპანია მთავარი არხის ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, დაზარალებული 23 წლის ქალი კი ამ დრომდე სამედიცინო მომსახურებას იღებს. სამართალდამცველებმა ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. საქმის დეტალები მარიამ ქართველიშვილის სიუჟტში.
