ანტისახელმწიფოებრივი გეგმა
წალეკვა, ადმინისტრაციული შენობებიდან ხალხის გამოყრა და ჩახერგვა. ოპოზიციის ნაწილი ცხელ შემოდგომას აანონსებს. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ცვლილების და ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის რეალური გზაა. საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც, თუმცა პარტიაში კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში, ნაწილი ჯაფარიძის მოსაზრებას იზიარებს, ნაწილი კი ამბობს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ფარგლებს არ უნდა გასცდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული გეგმა ვერ განხორციელდება და ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, სოფო ბერიძის სიუჟეტი.
