ევროპული რეკომენდაციები
ბრიუსელის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მეორე პუნქტზე მუშაობა დაიწყო. პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე „სამართლიანი არჩვენები“ არ მიიწვიეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტი აქვს. მათი თქმით, სამართლიანმა არჩევნებმა ნეიტრალიტეტი ვერ შეინარჩუნა. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილების გამო, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ. საგანგებო ბრიფინგი გაიმართა სამართლიან არჩევნებში, სადაც თქვეს, რომ მათი მისამართით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და სამუშაო ჯგუფს მიღმა მათი დატოვება ზოგადად პროცესს აზიანებს.
