გამკაცრებული რეგულაციები სათამაშო ბიზნესისთვის
ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანი შევიდა. განახლებულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. პირველი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია ორი ათასამდე ფიზიკური პირი, აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 23 მოქალაქე, ხოლო პირდაპირი მიმართვის საფუძველზე, აღრიცხულია ათას ცხრაას შვიდი ადამიანი. ონლაინ სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილება, პრემიერის ინიციატივით, პირველი მარტიდან შევიდა.
