სასამართლომ სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილება გააუქმა
9 - და 23 - მ თებერვალს სენაკის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სენაკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ სარჩელი გიორგი გახარიას პარტიიდან დეპუტატის უფლება მოსილების ცნობისა მისი თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განმარტა, რომლის თანახმადაც მსგავსი გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტმა უნდა მიიღოს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებნ ოპოზიციაში, სახელისუფლებო პარტიაში კი განმარტეს, რომ თავის დროზე სენაკის საკრებულომ გადაწყვეტილებები კანონდარღვევით მიიღო.
