აშშ-ის ელჩის განცხადების პოლიტიკური შეფასებები
„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - ამერიკის ელჩის ეს განცხადება უკვე მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნება დიპლომატს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშით პასუხობს, რომელშიც 20 - ი ივნისის მოვლენები შეფასებულია, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობა. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ამერიკის ელჩის შეფასებას იზიარებენ ოპოზიციაში.
