ანტისახელმწიფოებრივი გეგმა
ვიდრე პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს ოპოზიციის ერთი ნაწილი საშემოდგომო გეგმას ასაჯაროებს. ქუჩის პროტესტი, სახელმწიფო შენობებში შეჭრა და ამ გზით ხელისუფლების ცვლილება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დექსტრუქციული გეგმა ვერ განხორციელდება , აზრი ორად იყოფა ოპოზიციაშიც . ოპოზიციის გეგმა კიდევ ერთხელ აქტულაური ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შემდეგ გახდა. ჯაფარიძე პრობლემას ვერ ხედავს, თუ მასობრივი პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო შენობებს დაიკავებენ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა პოლიტიკოსის გზავნილი ამჯერად კანონის საზღვრებს სცდება.
