ევროპული რეკომენდაციები
საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა მესამე სექტორის მონაწილეობის გარეშე დასრულდა. მას შემდეგ რაც „ სამართლიანი არჩევნების „ წარმოადგნელი დღევანდელ შეხვედრაზე არ მიიწვიეს , სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საიამ. სწორედ ეს ორი ორგანიზაცია წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას. საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
