ომის 176-ე დღე
უკრაინაში ომის 176-ე დღეს რუსული არმია დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ისევ ცდილობს. მძიმე ბრძოლებია აღმოსავლეთ ფრონტზე. ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ ხარკოვს, სარაკეტო დარტყმები მიაქვთ დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ისევ რთული ვითარებაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს. ბირთვული უსაფრთხოებისა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს გაეროს გენერალური მდივანი, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ქალაქ ლვოვში დღეს სამმხრივ შეხვედრაზე განიხილავს.
