საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა
ეროვნული გმირის თავდადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს პრემიერ მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართელოს ომის დროს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“
