ოკუპანტების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია
ოკუპანტების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაჩაბელი რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუსის განცახდებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცველების მიერ უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. 13 ივლისის მონაცემებით, ცხინვალის იზოლატორში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული 7 ქართველი იხდის სასჯელს.
