პრეზიდენტის ინიციატივა
პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრით. ამ ინიციატივაზე პრეზიდენტმა ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
