სახალხო დამცველის არჩევა
სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს, 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს. მესამე სექტორის განმარტებით, მათი მიზანია მოხდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მათ უკვე გაიარეს კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამუშაო პროცესში ჩარევას არ აპირებენ. მმართველ პარტიაში კი, პარლამეტში სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პროცედურა განმარტეს და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
