აშშ-ის ელჩი წეროვანის დევნილთა დასახლებაში "მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის" წევრებს შეხვდა
ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს. ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ქალებისა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციისა და საელჩოს თანამშრომლობას.
