აკროპოლისის თასი "იმედზე"
ტელეკომპანია „იმედის“ საჩუქარი კალათბურთის გულშემატკივრებს! „აკროპოლისის თასის“ პრესტიჟულ ტურნირზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, მაყურებელი ჩვენი "იმედის" ეთერში ნახავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე დღეს თურქეთის ნაკრები იქნება და შეხვედრა თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება. ხვალ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 22:00 საათზეა დანიშნული. ტურნირს ქართველი კალათბურთელები 19 აგვისტოს პოლონეთის ეროვნულ გუნდთან თამაშით დაასრულებენ. ეს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
