ფილმი მერლინ მონროზე
ლეგენდარული მერილინ მონრო კინოეკრანებზე ბრუნდება. ბიოგრაფიულ ფილმს, „ნეტფლიქსი“ მსახიობის წარმატებასა და ტრაგიკულ ცხოვრებას უძღვნის. რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა მონროს როლის განსახიერება წარმოშობით კუბელ მსახიობს, ანა დე არმასს ანდო. ფილმის სიუჟეტი ჯოის კეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების ბესტსელერად ქცეულ რომანს ეფუძნება. პრემირა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები