გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კატარღებით ზღვაში შევიდნენ და აღებულ მასალებზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრნენ.
