17-18 აგვისტო სომხეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა
ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 17-18 აგვისტო სომხეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა. 14 აგვისტოს მომხდარი აფეტქების შედეგად , ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ათობით კი, მძიმედ დაშავდა.
