პრეზიდენტი - „ენგურჰესი“ არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ,,ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის, მეხუთე ადგილზეა და ზოგადად, კაშხლებს შორის კი მეექვსე ადგილზეა. გარდა ამისა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“
