შუალედური არჩევნები სენაკში
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის ადვოკატის თქმით, ექვს თვეზე მეტია სენაკის საკრებულო არ შეკრებილა და შესაბამისად, მათი უფლებამოსილება შეწყვეტილია. განსხვავებულ განმარტებას აკეთებს ცესკოს იურისტი. მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა მთავრობის დადგენილი ფორმით არის შესაძლებელი.
