გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა საქართველოს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ეს საკითხები განიხილა გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებაც. აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
