ქრონიკა 17:00 საათზე - 16 აგვისტო, 2022 წელი
პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩომ პარლამენტს წარმოუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელშიც, როგორც დეპუტატები ამბობენ, არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა შეტანილი. ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების განცხადებით, საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. მათი თქმით, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება.
