სამხედრო დღე შაორის „ახალგაზრდულ ბანაკში“
სამხედრო დღე შაორის „ახალგაზრდულ ბანაკში“. ჯარისკაცებმა მოზარდებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით, ბანაკის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, რომლის გაცნობისა და დათვალიერების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდა. ღონისძიების ფარგლებში „სახალისო შეჯიბრი სამხედრო ელემენტებით“ ჩატარდა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს.