ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 45 წელი გავიდა
ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 45-ი წლისთავის აღსანიშნად, მემფისში, მის საცხოვრებელ სახლთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ელვისის ფანებმა, ლეგენდარული მომღერლის ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს. როკენროლის მეფის მოსაგონრად სპეციალიური ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით, ელვის პრესლის ყოფილი მეუღლე პრისცილა პრესლი გამოვიდა და ფანებს მადლობა გადაუხადა. ელვისი 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
